აკაკი ბობოხიძე

ბობოხიძე უმრავლესობას: ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა

ზვიად ძიძიგურის გამოსვლამ გამახსენა იგავ-არაკი, რომელსაც ბავშვობაში ვსწავლობდით, მგლის და კრავის, როდესაც მდინარის მაღლა მდგომი მგელი დაბლა მდგომ კრავს აბრალებდა წყლის ამღვრევას. როდესაც ლაპარაკია ზუგდიდში დაძაბულობაზე ბატონო ძიძიგურო, ამ დაძაბულობის ინიციატორები თქვენ ხომ არ იყავით შემთხვევით? როდესაც ლაპარაკობთ, რომ მშვიდობიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქნებ მთელი თქვენი მთავრობის როლი არჩევნებში სიტუაციის დაძაბვაში იქნებ კარგად დაინახოთ. როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, აქედან ჩვენ გვლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია. ამ დროს საქართველო იჭყლიტება, რომ იცოდეთ ხალხო. მაპატიეთ ბატონო კარლო, მაგრამ თქვენ წინა პარლამენტში ის ხალხი არ ხართ, ვინც „ნაციონალური მოძრაობით“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ნუ თქვენ თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა შეგეძლოთ ოღონდ შალვა შავგულიძეს თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობის უფლება არ აქვს, დიახ თქვენ უმრავლესობა გააკეთეთ წინა პარლამენტში, როდესაც უკვე მიხვედით დაშლის პირზე, ნაციონალური მოძრაობიდან გასულ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ამით პოლიტიკური პასუხიმგებლობა აიღეთ მათთან ერთად ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენ დროს ხდებოდა, ოღონდ ამაზე ლაპარაკი არ გსურთ.

ევროპული საქართველოს წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები