ტურიზმი

აეროპორტების გაერთიანება: სავარაუდოდ, Ryanair-ი იფრენს თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან

Ryanair

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. 

"პრემიერმინისტრის დავალებით, "რაინეართან" დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნიბით, გიორგი ჩოგოვაძემ.

Ryanair-თან ახალი მოლაპარაკებების შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია წლის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ რამდენიმე წლის წინ, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო.

კომენტარები