ბრუნეი

ბრუნეიში გეი სექსის გამო ადამიანების ქვით ჩაქოლვის კანონის ამოქმედება გადაიგო

BBC

ბრუნეის სულთანმა გეი სექსისა და ღალატისთვის "ბრალდებული" ადამიანების ქვით ჩაქოლვის კანონზე მორატორიუმი გაახანგრძლივა. 

მიზეზი საერთაშორისო პროტესტი გახდა. 

3 ბრუნეიში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ლგბტ ადამიანები სიკვდილით დაისჯებიან, დასჯის ფორმა კი ქვით ჩაქოლვა იქნება.

ცვლილებების შესახებ ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკია ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა.

ანტი-ლგბტ კანონის ამოქმედებას ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ელენ დე ჯენერისი, ლტონ ჯონი და ჯორჯ კლუნი გამოეხმაურნენ და ხალხს მოუწოდეს, ბოიკოტი გამოუცხადონ ყველა დაწესებულებას, რომელსაც ბრუნეის სულთანი ფლობს. კანონმდებლობა დაგმო ევროპარლამენტმა. 

ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ისედაც არალეგალური იყო და 10 წლამდე პატიმრობის ისჯებოდა, ახლა კი კანონი გამკაცრდა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ბრუნეი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ჰომოსექსუალობა კანონის დონეზე სიკვდილით დაისჯება. 

ეს საკანონმდებლო ცვლილება, თავის მხრივ, ისლამურმა სისხლის სამართლის კანონის მიღება განაპირობა, რომელიც ქვეყანამ 2014 წელს მიიღო. შესაბამისად, ბრუნეიში ისჯება ფეხმძიმობა ქორწინების გარეშე, ასევე პარასკევს ლოცვის გამოტოვება. 

შეცვლილი და ამჟამად შეჩერებული კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ღალატის, სოდომის ცოდვის და გაუპატიურების დასჯას.

ბრუნეის მოსახლეობა 400 000 ადამიანია, მათი 67% - მუსლიმი. ქვეყანას სულთანი მართავს. 

ჰომოსექსუალობა სიკვდილით, მათ შორის ჩაქოლვით მრავალ მუსლიმურ ქვეყანაში ისჯება, მათ შორის იემენში, საუდის არაბეთსა და მავრიტანიაში. 

კომენტარები