ბრუნეი

ბრუნეიში შესაძლოა ჰომოსექსუალობა სიკვდილით დასჯადი გახდეს, ფორმა - ქვით ჩაქოლვა

ბრუნეიში მიღებული ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ლგბტ ადამიანები სიკვდილით დაისჯებიან. დასჯის ფორმა - ქვით ჩაქოლვა. 

ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ისედაც არალეგალური იყო და 10 წლამდე პატიმრობის ისჯებოდა, ახლა კი კანონი გამკაცრდა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ბრუნეი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ჰომოსექსუალობა კანონის დონეზე სიკვდილით დაისჯება. 

ეს საკანონმდებლო ცვლილება, თავის მხრივ, ისლამურმა სისხლის სამართლის კანონის მიღება განაპირობა, რომელიც ქვეყანამ 2014 წელს მიიღო. შესაბამისად, ბრუნეიში ისჯება ფეხმძიმობა ქორწინების მიღმა, ასევე პარასკევს ლოცვის გამოტოვება. 

3 აპრილიდან ასევე დაისჯება ღალატი, სოდომის ცოდვა და გაუპატიურება. 

"ჩვენ შევეცდებით, ზეწოლა მოვახდინოთ ბრუნეის მთავრობაზე, არ მიიღოს ეს კანონები, მაგრამ დრო ძალიან ცოტაა", - ამბობს მეთიუ ვულფი, ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი. ის სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, მოახდინოს ბრუნეიზე დიპლომატიური ზეწოლა. 

ბრუნეის მოსახლეობა 400 000 ადამიანია, მათი 67% - მუსლიმი. ქვეყანას სულთანი მართავს. 

ჰომოსექსუალობა სიკვდილით, მათ შორის ჩაქოლვით მრავალ მუსლიმურ ქვეყანაში ისჯება, მათ შორის იემენში, საუდის არაბეთსა და მავრიტანიაში. 

კომენტარები