ბრუნეი

ბრუნეიში სანტა კლაუსის ქუდის ტარებისთვის შესაძლოა ხუთი წლით ციხეში ჩაგსვან

(Information Department of Brunei

ნავთობით მდიდარ ბრუნეიში შობის აღნიშვნა რისკებთან არის დაკავშირებული. ბრუნეის რელიგიის სამინისტრომ ქრისტიანული დღესასწაულების საჯარო სივრცეში აღნიშვნა და ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებული რიტუალების ჩატარება დასჯადად გამოაცხადა. შარიათის კანონებით აიკრძალა სანტა კლაუსის ჩაცმულობის ტარება. 

ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევები $15 ათასიან ჯარიმას მიიღებენ. არაისლამური რიტუალების შესრულებისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა. შარიათის კანონების მიხედვით, ბრუნეიში ქურდებს ხელს აჭრიან, ასევე მოქმედებს "მოღალატე" ცოლების ქვით ჩაქოლვის ტრადიციაც.

ბრუნეი კუნძულ ბორნეოზე მდებარეობს, მისი მოსახლეობა 430 000-ს შეადგენს, რომლის 78%-იც მუსლიმია. ქვეყნის მოსახლეობის 8% ქრისტიანია, მათ რელიგიური რიტუალების ჩატარება არ ეკრძალებათ, თუმცა ის აუცილებლად საჯარო სივრცის მიღმა კერძო საკუთრებაში უნდა ხდებოდეს. 

ბრუნეიში აბსოლუტური მონარქიაა, ქვეყანას 1967 წლიდან მართავს სულთანი ჰაჯი ჰასანალ ბოლკიაჰ მუიზადინ უად დაულაჰი. მისი ქონება Forbes-ის მიერ დაახლოებით $22 მილიარდად არის შეფასებული. სულთანი 1800-ოთახიან სასახლეში ცხოვრობს, რომელიც მსოფლიოში ქვეყნის მეთაურის ყველაზე დიდი რეზიდენციაა.

კომენტარები