არჩევნები 2019

ბიბლიურმა თავისუფლებამ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე "ანათემას გადასცა"

თეა წულუკიანი
ტაბულა

პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ "ბიბლიური თავისუფლება" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე "ანათემას გადასცა". ამის მიზეზი საჯარო რეესტრის მიერ "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატის ჰერმან საბოს მხარდაჭერების მთაწმინდაზე რეგისტრაციის შეფერხება გახდა. ცნობისთვის, "გირჩი" მოუწოდებდა ამომრჩევლებს, მთაწმინდის რაიონში დარეგისტრირებულიყვნენ, რათა ხმა იქ მიეცათ. პოლიტიკური ორგანიზაციის განცხადებით, ეს პროცესი სერვისების განვითარების სააგენტომ ხელოვნურად გააჭიანურა.

"სახელმწიფოსგან დევნილი ადამიანებისთვის მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო, შერისხულ იქნენ მხევალი ღვთისა თეონა და მონა ღვთისა სოსოი.

  • ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.
  • ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.
  • სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ;
  • წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.
  • ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.
  • ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.
  • იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.
  • Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.
  • ბახტაძეს მართლა ემართეთ.
  • ბიძინას მიეტოვებინეთ.
  • სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად, თამაზ ახობაძე დაგხვედროდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" - წერს ბიბლიური თავისუფლება Facebook-ზე.

კომენტარები