გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე

გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა

გოგა ბითაძემ ოფიციალურად შეიტანა ნბა-ს ოფისში განაცხადი 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ქართველი კალათბურთელის აგენტ მიშკო რაზნატოვიჩზე დაყრდნობით, ამერიკის სპორტული საინფორმაციო სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

ბითაძემ იგივე გააკეთა შარშან ამ დროს, თუმცა მოგვიანებით განაცხადი გამოიტანა და დრაფტში მონაწილეობა გადადო. ამ ერთ წელიწადში ქართველმა ცენტრმა ევროლიგის ვარსკვლავად ჩამოყალიბება მოასწრო. ის სერბულმა “მეგა ბემაქსმა” მონტერნეგრულ “ბუდუჩნოსტში” გაანათხოვრა, სადაც ბითაძემ შთამბეჭდავად ითამაშა და არამარტო ევროპა, მსოფლიო აალაპარაკა. თავად ESPN-ის სადრაფტო რეიტინგში ბითაძე მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი საფეხურია. 

სტატიაში ESPN-ის ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ საერთო სარგებლიანობით ბითაძე ევროლიგის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთლია თინეიჯერებს შორის. შარშან ლუკა დონჩიჩსაც არ ჰქონია საერთო შედეგიანობის ისეთი მაღალი ინდექსი, როგორც ეს მიმიდნარე სეზონში გოგას აქვს. ბითაძე 24 წუთში ევროლიგაში საშუალოდ 12.1 ქულა, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას ასრულებდა. პერიმეტრსშიგნიდან მისი სროლების 60 პროცენტი აღწევდა მიზანს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 

ნბა-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება და ამ დღეს შევიტყობთ, თუ რომელ ნომრად და ვინ აიყვანს ქართველ ამომავალ ვარსკვლავს.

კომენტარები