ჰესის მშენებლობა პანკისში

ნოდია: პანკისში 5-მეგავატიანი ჰესისთვის სპეცრაზმს რომ გზავნი, ჭკუა ხომ უნდა გქონდეს?

სულ არ მიმაჩნია ჰესების მშენებლობა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად და არ მგონია, რომ მათ წინააღმდეგ მოპროტესტე ხალხი ყოველთვის მართალია.

მაგრამ მაინცდამაინც პანკისში 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის გამო რომ აგზავნი სპეცრაზმს, ცოტა ჭკუა ხომ უნდა გქონდეს?

ძირეული პრობლემაა, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ერთ კაცს მოეკითხება, რომელსაც პოლიტიკა არც ესმის და არც აინტერესებს. დანარჩენი ტექნიკური "სტაფია"

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია პანკისში განვითარებულ მოვლენებს Faceebok-ით ეხმაურება. პანკისში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. მოსახლეობა და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება.

კომენტარები