ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი ვიღონო რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა
tbl.ge/3mxa
დაკოპირდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა, როდესაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან აქცია, სახელმწიფოს მხრიდან კი სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა მოჰყვა. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა, მოსახლეობა კი პოლიციელებს ქვებს უშენდა. ვითარება შედარებით შემსუბუქდა, როდესაც ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. ამ დროისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტიპანკისის ხეობაჰესის მშენებლობა პანკისშივითარება პანკისშიშინაგან საქმეთა სამინისტრო
ამავე თემაზე
- მთავრობა: პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, მიუღებელია
- უგულავა: რაც "ოცნებამ" პანკისში წლების განმავლობაში დათესა, იმას იმკის დღეს სახელმწიფო
- თავდემები: მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედება პანკისში
- შსს: დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ სრული სიმკაცრით
- ომბუდსმენი პანკისზე: ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ მოვუწოდებ