დისნეიმ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 5 მილიონი დოლარი გაიღო - ამის შესახებ მათ განცხადება გუშინ გააკეთეს.
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იმედისა და მშვენიერების სხივია, რომელიც საუკუნეებია აღწერს პარიზის გულსა და საფრანგეთის სულს. დისნეი დგას მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში", - თქვა დისნეი CEO-მ.
დისნეი ამ გადაწყვეტილებით სხვა კომპანიებს შეურთდა, რომლებმაც ასევე გადარიცხეს ფული ტაძრის აღსადგენად. მათ შორის არის Apple-ც, კომპანიის CEO-მ ტიმ კუკმა სამშაბათს ტვიტერზე დაწერა რომ ისინი ტაძრისთვის ფულს გადარიცხავდნენ, თუმცა რამდენს ეს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაახლოებით 900 მილიონი დოლარი არის შეწირული.