ქართველი მორაგბეები

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ქართული რაგბი

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთი 64:10 დაამარცხა. 

მათ რუსებს 10 ლელო გაუტანეს, პასუხად კი მხოლოდ 1 ლელო მიიღეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს. 

ქართველი 18 წლამდელი მორაგბეები ევროპის თასის ფინალურ მატჩში 20 აპრილს ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები