Game of thrones

GOT-ის მერვე სეზონის პრემიერა 24 საათის განმავლობაში პირატულად 54 მილიონჯერ ანახეს

Game of Thrones

Game of Thrones-ის მერვე სეზონის პირველი სერია, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს გარშემო პირატულად 54 მილიონჯერ აჩვენეს.

Muso-ს ინფორნაციით, პირატულად ჩვენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთსა და ინდოეთში დაფიქსირდა. ამ ქვეყნებში მთლიანობაში პირველ სერიას არალეგალურად 14.7 მილიონჯერ უყურეს.

მიუხედავად პირატული ჩვენებებისა, GOT-ის პირველ სერიას HBO-ზე ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ - 17.4 მილიონმა ადამიანმა უყურა. ამით, მერვე სეზონის პრემიერამ პირველ ადგილზე მეშვიდე სეზონის ფინალური სერია ჩაანაცვლა.

Game of Thrones-ის მერვე სეზონის შემდეგი სერია 21 აპრილს გამოვა.

კომენტარები