ტაქსების რეგულირება

კალაძე ტაქსის მძღოლების პროტესტზე: უკვე მგონია, რომ ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნებია

ტაქსის მძღოლების ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ, სოციალური, პრობლემები, ყველაფერი და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის ეს ცვლილებები, მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ, ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია, რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, არანაირი რეფორმა არ განხორციელდეს და ასე არ გამოვა, მეგობრებო, ჩვენ გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ, ზოგადად, ეს მიმართულება

თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს ტაქსის მძღოლებზე, რომლებიც ტაქსების თეთრად გადაღებვას, ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლასა და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ რეგულაციების შესრულება მათთვის ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის.

კომენტარები