ქართული ოცნება

კობახიძე ივანიშვილის წერილზე: ერთიანობა, ერთსულოვნება, ამ სულისკვეთებითაა დაწერილი წერილი

9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. შემდეგ გვახსოვს ჩვენ მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არ არსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.

არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების გაღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის, განხეთქილების ჩამოგდების შესაძლებლობა და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ პირიქით, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი არის სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში.

პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილზე.

კომენტარები