ზოგადი განათლების შესახებ კანონი

გუგული მაღრაძე: თუ სიტყვა "ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზიდან

თუ სიტყვა "ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას.

თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტია

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების - ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას, რომელიც ზოგადი განათლების კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას ითვალისწინებს. 1 აპრილს პარლამენტის განათლების კომიტეტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები