ზოგადი განათლების შესახებ კანონი

ზოიძე კანონიდან "ლიბერალურის" ამოღებაზე: პირველ რიგში დასაბუთების მოსმენა მინდა

მე მესმის, რომ განათლების კომიტეტზე განიხილება, როცა მოვა პლენარულ სხდომაზე, ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მე დასაბუთების მოსმენა მინდა ჯერ პირველ რიგში, რატომ უნდა. ლიბერალიზმს სამმაგი თუ ოთხმაგი ინტერპრეტაცია აქვს დღევანდელ სამყაროში და მე მგონი უფრო ეს არის მიზეზი, რატომაც ხდება ამ ინიციატივის დაყენება. ნუ, ეს კონსერვატორების მოთხოვნაა. ზოგადად, მე არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს დღეს. თუმცა, ჩემს კოლეგებს თავისი მოსაზრებები აქვთ, ასე რომ არ მინდა, უპატივცემულობა გამომივიდეს კოლეგების. ჩემთვის ეს არ არის პირველი მნიშვნელობის საკითხი, პირდაპირ გეუბნებით და დანარჩენი ქვეტექსტი წაიკითხეთ

ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე პასუხს ტაბულას კითხვას, იზიარებს, თუ არა თავისი თანაგუნდელების მოსაზრებას კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებასთან დაკავშირებით. განათლების კომიტეტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას მხარი დაუჭირა. ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია იყვნენ.

კომენტარები