MMA-ს ირლანდიელმა სპორტსმენმა კონორ მაკგრეგორმა ჰოლივუდის ვარსკვლავი მარკ ვუოლბერგი რინგზე გამოიწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
მაკგრეგორის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ მსახიობი UFC აქციების მფლობელია, ორთაბრძოლის შემდეგ ეს აქციები, მისი გახდება.
ცნობისთვის, მაკგრეგორმა 26 მარტს Twitter-ზე დაწერა, რომ სპორტული კარიერა დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა წასვლის შესახებ ადრეც დაწერა, თუმცა, რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და ორთაბრძოლებს დაუბრუნდა.