ბიძინა ივანიშვილი

"1 მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები" - ივანიშვილმა ზუდგიდში ტაძრის მშენებლობა მოინახულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

"ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. შიგნითაც, რაც დაგაკლდებათ, ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ" - ამბობს ივანიშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

19 მაისს ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

 

კომენტარები