დაგროვებითი პენსია

სურგულაძე დაგროვებით პენსიაზე: არაინფორმირებულობისგან გამოწვეული შიშებია

ეს არის ბუნებრივი, არაინფორმირებულობისგან გამოწვეული შიშები. მინა გითხრათ, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაშიც, დაგროვებითი საპენსიო ფონდები წარმატებულად მოქმედებენ...

... საპენსიო აქტივებში განთავსებული ფული თქვენი საკუთრებაა და დაცულია უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკუთრება, ისეთი, როგორიც არის თქვენი სახლი, მანქანა, გნებავთ, თქვენი ფული ბანკში იმიტომ, რომ თქვენს საპენსიო აქტივებზე არ მოქმედებს არანაირი აღსრულების მექანიზმი, ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ თქვენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე რუსთავი 2-ის ეთერში კითხვაზე, საიდან უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს იმის იმედი, რომ ათეულობით წლის შემდეგ, თავიანთი ფული დაუბრუნდებათ. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს პოლონეთის მთავრობამ მიითვისა საპენსიო ფონდებში განთავსებული $39 მილიარდი დოლარი და ის სახელმწიფო ობლიგაციებში განათავსა. ამ ნაბიჯით ქვეყანა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებას ცდილობდა.

კომენტარები