შუალედური არჩევნები

ევროპულმა საქართველომ მარნეულში მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა

ევროპულმა საქართველომ მარნეულში, მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი წარადგინა. აჰმედ იმამკულიევის თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მარნეულში არაფერი გაკეთებულა და ეს უნდა შეიცვალოს. 

"ჩვენ მარნეუულში ვიბრძოდით და ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, ჩვენი ბრძოლა იქნება წარმატებული. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მარნეულში არაფერი არ გაკეთებულა ქართული ოცნების მიერ და აუცილებლად უნდა დამარცხდეს ეს პარტია არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები. ჩვენ მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში", - თქვა იმამკულიევმა.

"წინსვლას და წარმატებას ამ ხელისუფლების სახლში გაშვება სჭირდება", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

გიგი უგულავას თქმით, ქართული ოცნების ადგილი მმართველობაში არ არის და ერთობლივი ძალისხმევით ამ სიტუაციის შეცვლის იმედი გამოთქვა. 

"მარნეული უმნიშვნელოვანესი რაიონია , თქვენ იცით აჰმედ იმამკულიევს 2014 წელს მოგებული არჩევნები და გაუყალბეს და წაართვეს. 2017 წელს არჩეულმა კანდიდატმა რაც ჩაიდინა მთელმა საქართველომ იცის, ამიტომ ქართული ოცნების ადგილი მმართველობაში არ არის. ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა მარნეული და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დარწმუნებული ვარ რომ შევძლებთ ამ სიტუაციის შემოტრიალებას," - თქვა უგულავამ.

 

კომენტარები