შუალედური არჩევნები

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ტაბულა

7 მაისის სხდომაზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2023 წლის 29 აპრილს გამართული შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია:

№21 ბესიკი წულეისკირი – თავისუფალი საქართველო – 1 359 ხმა, 4.70%.

№41 გიორგი ხახუბია – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო – 27 551 ხმა, 95.30%.

როგორც ცესკო წერს, კენჭისყრის დღე და შემდეგი საარჩევნო პროცედურები "კანონმდებლობის შესაბამისად" წარიმართა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამავე სისტემით გეგმავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

კომენტარები