ქუთაისი

ქუთაისში და-ძმას მატარებელი დაეჯახა

flickr.com

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად და-ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები