გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია.
tbl.ge/3jva
დაკოპირდა

ნაწყვეტს ილია II-ის საკვირაო ქადაგებიდან სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- "ღმერთმა დალოცოს ქალბატონი მზექალა" - ილია II მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
- ყაველაშვილი ილია II-ს: მჯერა, საქართველოს გამთლიანების გზაზე თქვენი ლოცვა შეგვეწევა
- პაპუაშვილი ილია II-ზე: ურთულეს ეპოქაში ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი გვყავს
- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ
- დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა – კობახიძე ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს




