თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია ქართული ოცნება შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, ყველას კარგად გვახსოვს რა იყო და რა მდგომარეობა იყო. არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში.
ქართული ოცნება
კალაძე წულუკიანის შესაძლო წასვლაზე: თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, გული ძალიან დამწყდება
tbl.ge/3jfu
დაკოპირდა

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




