დღის ფოტო

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო - ქართული ანდაზა ჰააგაში

ნიდერლანდში, ჰააგის ერთერთ უბანში ახალ გახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა - "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო" ამოტვიფრეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ყვალ იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში ისმის. 

ამ გზით მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში.

კომენტარები