დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია 7-მა პარლამენტარმა Brexit-ის და ანტი-სემიტიზმის გამო დატოვა

Getty Images

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია შვიდმა პარლამენტარმა დატოვა. ჩუკა უმუნა, ლუსიანა ბერგერი, კრის ლესლი, ანჯელა სმიტი, მაიკ გეიპსი, გევინ შუკერი და ენ კოფი პარლამენტში დამოუკიდებელ წევრებად დარჩებიან.

განხეთქილების მიზეზად ბრექსითისადმი პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის დამოკიდებულება და ანტი-სემიტიზმი სახელდება.

"ამ დილით ჩვენ დავტოვეთ ლეიბორისტული პარტია. ეს ძალიან რთული და მტკიცნეული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს წარმოვადგენთ, სხვადასხვა თაობებს მივეკუთვნებით, მაგრამ საერთო ღირებულებები გვაქვს. დღეიდან ჩვენ პარლამენტში დამოუკიდებელ ჯგუფს შევქმნით." თქვა ბერგერმა და აღნიშნა, რომ პარტიაში არსებული ანტი-სემიტიზმი მისთვის სამარცხვინო იყო.

კრის ლესლის თქმით პარტია უკიდურესად მემარცხენედ განწყობილმა წევრებმა დაიტაცეს.

კორბინის თქმით კოლეგების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

კომენტარები