Vogue Brazil

VOGUE BRAZIL-ის რედაქტორმა "მონობის თემატიკის" ფოტოების გამო თანამდებობა დატოვა

ბრაზილიური Vogue-ის მოდის დირექტორმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი ფოტოები მონათმფლობელობის ამსახველ სურათებს მიამსგავსეს და რასობრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს.

ხსენებული ფოტოები დონატა მეირელესის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე გადაიღეს. ამ ფოტოებზე ის ტახტზე ზის, გარშემო კი თეთრ კაბებში გამოწყობილი შავკანიანი ქალები დგანან.

სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, რომ ქალების ტანსაცმელი მონობის პერიოდის უნიფორმას წააგავდა, ტახტი კი - მონათმფლობელისას. ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა რიტა ბატისტამ 1860 წლის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც თეთრკანიანი ქალი ზის, გვერდით კი მონები დგანან.


წვეულების ამსახველ კიდევ ერთ ფოტოში ჩანდა, რომ სტუმრებს ტრადიციულ სამოსში ჩაცმული შავკანიანი ქალები იღებდნენ და აცილებდნენ.

წვეულების მომდევნო დღეს, კრიტიკის ფონზე, ინსტაგრამიდან ფოტოები წაშალეს, დონატა მეირელესმა კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მსგავსი განზრახვა არ ჰქონია. მისი თქმით, სკამი აფრო-ბრაზილიურ რელიგიურ ტრადიციას კანდობლეს უკავშირდება, ტანისამოსი კი წვეულებების ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით შეირჩა.

საბოლოოდ, მეირელესმა Vogue Brazil დატოვა, გამოცემამ კი მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა და პირობა დადო, რომ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის აქტივისტებსა და შესაბამისი ცოდნის მქონე ხალხს დაიხმარს.

კომენტარები