თქვენ არ გაგვეცით პასუხი ვინ იყო ქირია. მე შემიძლია დავუშვა რომ ნამდვილად არ იცოდით არსებობდა თუ არა და მისამართი და ეს ადამიანი. 18 დეკემბერს ამ ადამიანს წერილი მისწერეთ უპასუხეთ, არარსებულ მისამართზე გაუგზავნეთ წერილი და ანგარიში ჩააბარეთ, რომ სკოლას მიეცა გაფრთხილება, ამ წერილზე ხო მოგივიდათ პასუხი რომ არ არსებობს მისამართი? იცი რატომ ვიცი რომ ეს პასუხი მოგივიდათ? მეც გავგზავნე მაგ მისამართზე წერილი მაინტერესებდა რა ბედი ეწეოდა არარსებულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილ პასუხს და მოვიდა პასუხი ჩემთან, რომ მისამართი არ არსებობს და დამიბრუნდა უკან. თქვენ უწყებაში ძაან კარგად იცოდნენ რომ ქირია არ არსებობს. თქვენ გაჩუმება ამჯობინეთ აქაც და მანამდეც სანამ მედიამ არ გაახმაურა ეს.
კერზაიას საქმე
კაპანაძე: ქირიას მისამართზე წერილი გავგზავნე და უკან დამიბრუნდა, მისამართი არ არსებობს
tbl.ge/3gtj
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ლავრენტი ქირიას მისამართზე წერილი თავადაც გაგზავნა და უკან დაუბრუნდა რადგან მისამართი არ არსებობს. ლავრენტი ქირიას სახელით შევიდა ანონიმური წერილი განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის შესახებ.
ამავე თემაზე
- ჟორჟოლიანი კერზაიაზე: ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება პოლიტიკური სპეკულაციისთვის
- კანდელაკი ბატიაშვილს კერზაიაზე: ერთადერთი გზა რაც დაგრჩათ, არის აღიაროთ ვინ დაგავალათ ეს
- აბესაძე: კერზაიას საქმეში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, ორგანიზატორები, შემსრულებლები
- თალაკვაძე: კერზაიას საქმეზე საუბრის მორალური უფლება ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანს აქვს