NATO

ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი ხდება, ალიანსში გაწევრიანებაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა. საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი ესწრებოდა.

დოკუმენტს ნატოს წევრი 29 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. 

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდება. ალიანსში ქვეყნის გაწევრიანება საბერძნეთთან, სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის მოგვარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.

ნატოს მომდევნო სამიტი 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.  

კომენტარები