დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ფოფხაძე: მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა

ნაჩხუბარი არავისთან ვარ, ვაპირებ შევიდე, მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და მე უნდა მქონდეს საშუალება, რომ თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო და ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არა ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი. თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ველოდები რომ ყველას გვექნება საშუალება საჯარო სივრცეში ამომწურავად ვისაუბროთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ის ამბობდა, რომ სხდომაზე მოსვლას არ აპირებდა, თუმცა დღეს განმარტა, რომ არ უნდა თანაგუნდელებმა იფიქრონ, თითქოს დიალოგს გაურბის. არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატმა უმრავლესობა დატოვოს.

კომენტარები