იაპონიის სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა გასული წლის ბოლო სამ თვეში 136 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი მსოფლოში ყველაზე დიდია და დანაკარგი მისი მთლიანი აქტივების 9.06%-ს წარმოადგენს.
ზარალი გლობალურ ბაზარზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირების შედეგად გამოწვეულ რყევებს და იაპონიის საფონდო ბირჟის ინდექსის 17%-იან ვარდნას მოჰყვა.
2001 წლის შემდეგ ეს ფონდისათვის ყველაზე დიდი დანაკარგია. ექსპერტების აზრით ზარალი 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგიცაა, რომლის მიხედვითაც ფონდმა მეტი მოგების მისაღებად შედარებით სარისკო აქტივებში ინვესტიციები გაზარდა.