მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი დასრულდა, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.
სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. შესაბამისად, მატჩი მისი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.
ჯოკოვიჩმა ხუთი ბრეიქი შეასრულა, ნადალს კი, მეტოქის მოწოდებული გეიმი არცერთხელ მოუგია.
ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ჯოკოვიჩის სასარგებლოდაა - 28:25.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო.
ავსტრალიის ღია პირველობა 2019