აშშ-ის სენატი

აშშ-ის სენატმა მთავრობის გასახსნელად ტრამპის და დემოკრატების შეთავაზებები უარყო

dailypolitical.com

აშშ-ის სენატმა მთავრობის გასახსნელად დონალდ ტრამპის და დემოკრატიული პარტიის შეთავაზებები განიხილა, თუმცა ორივე უარყო.

დემოკრატიული პარტიის შემოთავაზებაა მთავრობის 3 კვირით დაფინანსებას გულისხმობდა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავდა. წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსგავს ბიუჯეტს ხელს არ მოაწერდა.

რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტი კი სასაზღვრო კედლის ხარჯებთან ერთად დოკუმენტების არმქონე მიგრანტების დასახმარებლად შექმნილი პროგრამების, DACA -ს და TPS-ის დაფინანსებას და დეპორტაციისგან მათ 3 წლით დაცვას მოიცავდა, თუმცა დემოკრატებმა ის უარყვეს.

საბოლოოდ სენატში ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის იდეას მხარი 47-მა სენატორმა დაუჭია, თუმცა წინააღმდეგ 50 გამოვიდა. რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის კანონპროექტს, ის 52 ხმით 44-ის წინააღმდეგ ჩავარდა. დამტკიცებისათვის ორივე კანონპროექტს სულ მცირე 60 ხმა სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე 34 დღეა დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

კომენტარები