აშშ-ის სენატი

ალაბამას შტატის სენატორი დემოკრატი დაგ ჯონსი გახდა

AP

გუშინ აშშ-ის შტატ ალაბამაში სენატორის არჩევნები დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, დაგ ჯონსმა მოიგო.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დაგ ჯონსი - 49.9%

როი მური - 48.4%

ჯონსის გამარჯვება სენატში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობას 51-49-მდე შეამცირებს.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ როი მურს მხარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერდა და მიუხედავად მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებებისა წინასაარჩევნო გამოკითხვები სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას.

ჯონსი უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში პირველი დემოკრატია, ვინც მსგავს არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი დაამარცხა.

როი მურმა კანდიდატურა არ მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ის რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა მაშინ, როდესაც ისინი არასწრულწლოვნები იყვნენ. მური ბრალდებებს უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრალდებების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ბევრი წარმომადგენელი გაემიჯნა, პრეზიდენტმა ტრამპმა მისი მხადრაჭერა მურისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მან დაგ ჯონსს გამარჯვება Twitter-ზე მიულოცა.

კომენტარები