ისრაელი-სირია

ისრაელმა დამასკოსთან ირანის რევოლუციური გვარდიის პოზიციები დაბომბა

Reuters

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით მათ სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ირანული პოზიციები დაბომბეს. მათი თქმით სამიზნეს ირანის რევოლუციური გვარდიის პოზიციები და სირიის საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა. ეს ქმედება ირანული ძალების მიერ სირიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით რაკეტის გასროლას მოჰყვა, რომელიც ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო.

სირიის სამთავრობო მედიის თქმით ისრაელიდან გასროლილი რაკეტების უმეტესობა ჰაერში გაანადგურეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით ისრაელის რაკეტებმა იარაღის საწყობი და ირანის და ჰეზბოლას პოსტები გაანადგურა. მათი ინფორმაციით სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები