აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან

IPN

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ეს ინფორმაცია საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ დაადასტურა. 

"ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამინი" - აღნიშნა კუპატაძემ.

კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის, ბავშვები. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა. დაზიანდა რამდენიმე სართული, ჩანგრეულია ლიფტი, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები