სამარცხვინო ფარისევლობა და ჭორაობა "ოცნების" შიგნით სკამების განაწილებაზე. ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა მოსამართლეებად. წერტილი. ამ განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - ეს სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია. ეს წითელი ხაზია! თუ გვინდა შედეგი, ამ საკითხზე მაინც უნდა მოვახდინოთ ზეპარტიული სამოქალაქო კონსოლიდაცია
tbl.ge/3efu
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი წერს, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება და მისი პარლამენტის ვიცესპიკერად დანიშვნა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა", მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა აღარ იგეგმება
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




