რუსეთის დუმას უშიშროების და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომას შეზღუდავს და ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე არასანდო ინფორმაციის გავრცელებას აკრძალავს.
კანონით შეიზღუდება წვდომა იმ მასალებზე, რომლებშიც გამოვლინდება "შეუფერებელ ფორმებში საზოგადოების, ხელისუფლების, სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების აშკარა უპატივცემულობა".
კომიტეტი კანონპროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.