პატრიარქის ეპისტოლეში ჩვენ ვისმენთ სიტყვებს, მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ადრესატად ამ მოწოდებისა და გზავნილისა, უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის გამოირჩევიან უტიფარი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციებით და ფაქტობივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები.
მე საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი, რომ ეს საკითხი განხილულიყო, სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ, ეს არ დაკმაყოფილდა და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ წმიდა სინოდის მიმართ ჩემი წერილი გავასაჯაროვო