დღის ფოტო

"5 თვალი, 5 ხელი, 4 ფეხი" - ვეტერანი კონგრესმენები წარმომადგენელთა პალატაში

twitter.com/repbrianmast

დღეს აშშ-ის ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატამ დაიწო მუშაობა. ვეტერანი კონგრესმენების ფოტოს ბრაიან მასთი ტვიტერზე აქვეყნებს.

"5 თვალი, 5 ხელი, 4 ფეხი. ყველა ამერიკელი", - წერს ის.

სამივე კონგრესმენი რესპუბლიკელია და ყველა მათგანს ბრინჯაოს ჯვარი და მეწამულის გული აქვს მიღებული. 38 წლის ბრაიან მასთი კონგრესში ფლორიდას წარმოადგენს და ავღანეთში მსახურობდა. ავღანეთში მსახურობდა ასევე ყოფილი "ზღვის ლომი", 34 წლის დენ კრენშოუ, რომელიც ტეხასს წარმოადგენს. ინდიანის წარმომადგენელი, 73 წლის ჯიმ ბერდი კი ვიეტნამის ომის ვეტერანია.

კომენტარები