ქართული ოცნება

კობახიძე ფოფხაძის გაწვევაზე: ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი გუნდურობა

იურიდიული საკითხების კომიტეტისგან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით აირჩიეს იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი. აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო ამ შემთხვევაში ფრაქცია.

რაც შეეხება ქალბატონს ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია, ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ, ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. ცნობისთვის, დღეს ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მან პირველ მოადგილედ სწორედ ფოფხაძე წარადგინა.

კომენტარები