მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: შევეცდებით 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო

ტაბულა

2018 წლის ბოლო მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა.

ბახტაძემ ბრიფინგზე 2018 წლის მიღწევები შეაჯამა. მისი შეფასებით, წელს საქართველოს ბევრი მიმართულებით ჰქონდა წინსვლა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის დაწინაურებაც მოწმობს.

"ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზაციისთვის. 2018 წელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფი.

2018 წელი ასევე ნაყოფიერი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობა ასეთი ყოვლისმომცველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში აღიარებულია ლიდერად პრაქტიკულად ყველა სფეროში.", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შეეცდება 2019 წელს ეს მიღწევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს და მოხდეს აღნიშნული მიღწევების კონვერტაცია მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

მან ასევე წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყვავს.

ბახტაძის თქმით, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ქვეყნისთვის წარმატების წინაპირობაა, - "ამასთან ჩვენ უკვე სრულფასოვნად გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე და მე მიმაჩნია, რომ სწორედ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული იმ გამოწვევების დასაძლევად რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - ამბობს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები