სახელმწიფო და ეკლესია

პრემიერი: ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და პირიქით

უდიდესი მოწიწებით მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, უდიდესი მოწიწებით მსურს გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ თქვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა და პირველსახე დაიბრუნა, აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტრები. ჩვენ ისტორიას არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობითი პერიოდი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე და თქვენ თქვენი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენი ქადაგება შემწყნარებლობაზე სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. მე კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი ამისთვის და გისურვოთ მრავალჟამიერი, ქართველი ერის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სვეტიცხოველში. მან ამბიონიდან ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე მიულოცა.

კომენტარები