ფემინიზმი

მაილი საირუსმა საშობაო სიმღერა Santa Baby შეცვალა და ფემინისტური გახადა - ვიდეო

ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა, ცნობილი საშობაო სიმღერის Santa Baby- ის ტექსტი შეცვალა და ფემინისტური გახადა. 

საირუსმა ამ სიმღერის ახალი, საკუთარი ვერსია ჯიმი ფელონის შოუში იმღერა. 

სიმღერის ორიგინალი ტექსტის მიხედვით, ქალი სანტას ძვირფასეულობას, სახლს, ძვირადღირებულ ქურქს და სხვადასხვა საჩუქარს სთხოვს, რადგან მთელი წელი კარგად იქცეოდა და იმსახურებს. 

მაილი საირუსი შეცვლილ ტექსტში ამბობს, რომ მას სანტას საჩუქრები არ სჭირდება და ყველაფერს თვითონ იყიდის. 

კომენტარები