აქცია ველისციხესთან

ველისციხესთან დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, აღკვეთის სახით გირაო შეუფარდეს

პირველი არხი

ველისციხესთან, პოლიციასა და ძალა ერთობაშიას აქციის მონაწილეების დაპირისპირების შედეგად, დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძების სახით 3500 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა. 

გამოძიება მირიანაშვილს პოლიციელის მანქანის დაზიანებას ედავებოდა, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ახლა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვ.მ. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. მოგვიანებით კი აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

კომენტარები