გალერეა უფიცი

კაცს ბოტიჩელის ვენერას დაბადების ნახვის შემდეგ გულის შეტევა დაემართა

thetimes.co.uk

ტურისტს, ფლორენციაში, გალერეა უფიციში სანდრო ბოტიჩელის "ვენერას დაბადების" ნახვის შემდეგ გულის შეტევა დაემართა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ტურისტთან ერთად იმ დროს გალერეაში ოთხი ექიმიც იმყოფებოდა, რომლებმაც კაცს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება ჩაუტარეს. მოგვიანებით ტურისტი საავადმყოფოში წაიყვანეს და ის ამ დრომდე მკურნალობს.

"მე ექიმი არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთ მუზეუმში სტუმრობამ, რომელიც სავსეა შედევრებით, შეიძლება გამოიწვიოს ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესიც კი", - თქვა გალერეა უფიცის დირექტორმა.

ხალხის ნაწილი თვლის, რომ კაცს გული შეტევა სტენდალის სინდრომიდან გამომდინარე დაემართა.

რა არის სტენდალის სინდრომი?

როდესაც ადამიანს ხელოვნების ნიმუშების ნახვის შემდეგ ან გულისცემა უჩქარდება, ან თავბრუ ეხვევა და ან გული მისდის, ეს ხშირად სტენდალის სინდრომით არის გამოწვეული.

სტენდალის სინდრომს ხშირად ფლორენციის სინდრომსაც ეძახიან, რადგან ყველაზე ხშირად ადამიანებს მსგავსი სიმპტომები ფლორენციაში, სწორედ გალერეა უფიციში ყოფნის დროს უვლინდებათ.

სინდრომს სახელი მე-19 საუკუნეში ფრანგი მწერლის სტენდალის პატივსაცემად დაერქვა. მწერალმა წიგნში "ნეაპოლი და ფლორენცია: მოგზაურობა მილანიდან რეჯიოში" 1817 წელს ფლორენციაში ყოფნის დროს საკუთარი მდგომარეობა აღწერა.

კომენტარები