არჩევნები 2018

ხუხაშვილი: ივანიშვილმა მკვეთრად უნდა გამიჯნოს საკუთარი და სახელმწიფო რესურსები

ტესტი 1. 

უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ინსტიტუციური და ძალის ცენტრები მოვიდნენ ერთმანეთთან თანხვედრაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთადერთი ძალის ცენტრის ძალაუფლებისგან ჩამოშორებამ შესაძლოა საერთოდ ჩამოშალოს ისედაც მყიფე კონსტრუქცია, რჩება ერთადერთი გზა - ის უნდა დაბრუნდეს პრემიერმინისტრის რანგში, რაც ერთადერთი გზაა სახელმწიფო მანქანის ეფექტურად ასამუშავებლად.

ტესტი 2.

მან მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამიჯნოს საკუთარი და სახელმწიფო რესურსები. სხვა შემთხვევაში საუბარი რაიმენაირ დემოკრატიულ პროცესზე და პოლიტიკური სივრცის გახსნაზე ზედმეტია. არსებული აღრევა კი სახიფათოა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ სამომავლოდ საკუთრივ მისთვისაც.

ტესტი 3.

ჩამოყალიბდეს და უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების უკვე 2020 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით. მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება არის ერთადერთი გზა იმ სახელმწიფოებრივი რისკების გადასალახად, რისი კონტურებიც სრულიად აშკარად გამოიკვეთა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრაზე გამოქვეყნებულ ბლოგში - "სამი ტესტი პატრიოტიზმზე პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის".

კომენტარები