სანტა კლაუსი

უნდა იყოს თუ არა სანტა კლაუსი მხოლოდ მამრობითი სქესის

როდესაც სანტას ვახსენებთ, სავარაუდოდ, მოხუც, დიდ წვერიან კაცზე ვფიქრობთ, მაგრამ სანტა ქალი ან ნეიტრალური გენდერის რომ იყოს ან საერთოდ არ ქონდეს სქესი? მაინც ხომ ყველა ჩვეულებრივად აღვნიშნავდით შობას?

ამაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც Newton Aycliffe-ში, წინა თვეში ქალმა სანტას როლის მისაღებად ფილმის ქასთინგში მიიღო მონაწილეობა. 

არონ ჩანდრანმა, Newton Aycliffe-ის მრჩეველმა, რომელიც ქალი სანტას იდეის წინააღმდეგი იყო, თაიმსს უთხრა, რომ როლი მხოლოდ მამაკაცს შეესაბამებოდა. 

“ჩემი გაგებით, სანტა კლაუსი შობის მამაა, ამიტომ მის როლში კაცი უნდა იყოს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მისის კლაუსთან (სანტას ცოლი), მაგრამ სანტა კლაუსის კაცად ყოფნა დიდხნიანი ტრადიციაა, რომელიც საზოგადოებამ მიიღო.”

სხვები საბჭოში ამას არ დაეთანხმნენ - 70 წლის ბილ ბლენკინსოპი ამბობს: “ჩვენ ხმა ანონიმურად მივეცით, ცუდი არაფერია ქალ სანტაში, მნიშვნელობა აქვს, ვინ არის სანტა?”

თუმცა, საბჭომ რამდენიმე დღიანი დებატების შემდეგ დაასკვნა, რომ "სანტა კლაუსის როლში ისევ კაცი უნდა იყოს".

ამის შესახებ გამოკითხვაც ჩატარდა. ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 27.8% ამჯობინებს სანტა ქალიც იყოს, ან არ ქონდეს სქესი. 10.6% ამბობს, რომ ქალი სანტა სურს, ხოლო 17.2%-ს უნდა ის ნეიტრალური გენდერის იყოს. 

ეს სანტას გენდერის შესახებ პირველი მწვავე დებატები არ ყოფილა.

2015 წელს გავრცელდა ვირუსული ვიდეო, რომელშიც ბავშვები კითხულობენ, შეიძლება თუ არა ქალი იყოს სანტა, პასუხად კი ისმის "არა, იმიტომ რომ ცაში დაიკარგებოდა". 

შემდეგ, 2016 წელს, M&S-ის რეკლამაში მისის კლაუსი მთელი საშობაო ოპერაციის წამმართავია. და წინა წელს ზოგმა განაცხადა რომ უნდათ "შობის მამა" "შობის ადამიანით" შეიცვალოს.

ასევე ახალ ზელანდიაში პრაიდი “female, regional, Maori, queer” Santa (მდედრობითი, რეგიონალური, ქვიარი სანტა) გაიმართა.

ოკლენდის სავაჭრო ცენტრმა სანტას დეკორაცია მერი პოპინსის სტილში გააკეთა.

ჯინა ბათიმ, LGBT+ იდენტობის აქტივისტმა BBC-ის უთხრა, რომ 17%-ზე მეტ ადამიანს ნეიტრალური გენდერის სანტა უნდა, რაც მას ძალიან ახარებს.

“ბავშვებს გავაგებინოთ, რომ ყველა შეიძლება იყოს სანტა. დიშვილებს ავუხსენი, რომ სანტა რომელსაც ზღაპრებში ვხედავთ, ვერ შეძლებს ერთი და იმავე დროს ყველა ბავშვს მიუტანოს საჩუქრები. ზოგი სანტა კაცია, ზოგი ქალი, ზოგიც ტრანსი. ყველა მათგანი მისი დამხმარეები არიან". 

ამიტომ, სხვადასხვა გენდერის სანტა ბავშვებზე დადებითადაც აისახება, რადგან ისინი გენდერულ თანასწორობას დაინახავენ და მის პატივისცემას ისწავლიან.

სანტა ბავშვებს აშინებს ხოლმე. იქნებ დროა მან მაკიაჟის გაკეთება დაიწყოს? რაც მთავარია, საჩუქრებს ისევ მივიღებთ, ამიტომ ყველა ბედნიერი იქნება.

კომენტარები