ნარკოპოლიტიკა

შსს: თბილისში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 1980 წელს დაბადებული ჰ. მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ჰ.მ.-ს მიერ გაყიდული 5 შეკვრა "ჰეროინი", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები