მიშელ ობამა

მიშელ ობამა ბავშვთა საავადმყოფოს მოულოდნელად ესტუმრა და სანტასთან ერთად იცეკვა [VIDEO]

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ კოლორადოს ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტები მოულოდნელი ვიზიტით გაახარა. ამ დროს ის ქალაქში საკუთარი წიგნის ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა, წიგნს “Becoming” (გახდომა) ჰქვია.

მიშელ ობამა საავადმყოფოს პაციენტებს ესაუბრა, ისინი გაამხნევა და ზღაპარი “შობის წინა ღამე” წაუკითხა. AP-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი ჩანს, რომ მიშელ ობამამ სანტა კლაუსთან ერთადაც იცეკვა.

კოლორადოს ბავშვთა საავადმყოფო ტვიტერზე ობამას ვიზიტს გამოეხმაურა: “ჩვენი პაციენტები იყვნენ ძალიან გახარებული ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მოულოდნელი სტუმრობით."

კომენტარები